მოულოდნელი სვლა - ლოჩოშვილი „ვერონას“ ნაცვლად „კრემონეზეში“ მიდის #1TVSPORT
მოულოდნელი სვლა - ლოჩოშვილი „ვერონას“ ნაცვლად „კრემონეზეში“ მიდის #1TVSPORT

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად, ლუკა ლოჩოშვილი იტალიაში ითამაშებს, მაგრამ არა „ვერონაში“, არამედ – „კრმემონეზეში“.

ვოლფსბერგერის“ ქართველმა მცველმა „ლასკთან“ ჩემპიონატის შეხვედრა სწორედ ამის გამო გამოტოვა. ეს მატჩის დასრულების შემდეგ ავსტრიული კლუბის პრეზიდენტმ,ა დიტმარ რეიგლერმა „სქაი ავსტრიასთან“ განაცხადა.

„დიდი ინტერესი გამოიჩინა ორმა იტალიურმა კლუბმა (მეორე. იყო „ვერონა“). ფინანსური თვალსაზრისით, შეთავაზება ერთმანეთს ძალიან ჰგავდა“

შეგახსენებთ, მანამდე „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ „ვერონას“ შეთავაზება იყო 1,6 მილიონი ევრო. ამგვრად, „კრემონეზე“ დააახლოებით ამდენივე თანხას იხდის, ამის გამო კი იტალიელებმა სხვა მცველებზე უარი თქვეს.

„ლუკა ლოჩოშვილი – შესანიშნავი ფიზიკური მონაცემების მქონე ცენტრალური მცველია (სიმაღლე დაახლოებით 1,91 მ), დაიბადა 1998 წლის 25 მაისს. ის თბილისში, „დინამოში“ აღიზარდა, 2017 წლიდან 2020 წლამდე გამოდიოდა კიევის „დინამოსა“ და „ჟილინაში“. 2020 წლის აგვისტოში იყიდა „ვოლფსბერგერმა“, სადაც 68 მატჩი ჩაატარა (2 გოლი). 2021 წლის ზაფხულში მისი დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. 2020/21 სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა კონფერეს ცლიგაში და 1/16-ფინალში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ითამაშა“, – წერს „სქაი ავსტრია“.