მოსკოვზე უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმაში მონაწილეობას კიევში უარყოფენ
მოსკოვზე უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმაში მონაწილეობას კიევში უარყოფენ

მოსკოვზე უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმაში მონაწილეობას კიევში უარყოფენ. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკმა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას „მცირე ინტერესის მქონე მოვლენა“ უწოდა, თუმცა, ამასთან, აღნიშნა, რომ „შესაძლოა, ყველა დრონი არ არის მზად უკრაინაზე თავდასხმისთვის და სურს, დაუბრუნდეს თავის შემქმნელებს“.

„ყველა ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ შეუძლია ცალმხრივი თამაში, რომ შესაძლებელი იქნება სხვისი სუვერენული სახელმწიფოს დანგრევა აბსოლუტურად დაუსჯელად, მათ ჯერ კიდევ არ ესმით, რომ ეს ასე არ მოხდება. თითოეული მათგანი პასუხს აგებს სრულად“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უკრავშირდება თუ არა უკრაინა მოსკოვზე თავდასხმებს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა თქვა, რომ „ქვეყანა დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან, მაგრამ პირდაპირ თავდასხმებთან კავშირში არ არის“.

ცნობისთვის, დღეს, დილით მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა.