მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, რამდენიმე დრონი კი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო
მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, რამდენიმე დრონი კი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი ადასტურებს.

„დღეს დილით ადრე, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა. ქალაქის ყველა საგანგებო სამსახური შემთხვევის ადგილებზეა. ისინი მომხდარის გარემოებას არკვევენ. მოცემული მომენტისთვის არავინ სერიოზულად არ დაშავებულა“, – წერს მოსკოვის მერი ტელეგრამ-ახრში.

რუსული მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა ორ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.

ამასთან, მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი აცხადებს, რომ მოსკოვის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. გუბერნატორმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.