მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს
მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორი ალექსეი ნავალნი პოლიციამ დააკავა.

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე საპროტესტო აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად მიმდინარეობს. აქციის მთავარი სლოგანია – „ის ჩვენი მეფე არ არის“.

პეტერბურგში, მოსკოვსა და ციმბირის რამდენიმე ქალაქში ათობით ადამიანი დაკავებული. ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო და რუსეთის ოპოზიციური მედია ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში დემონსტრაციის ადგილას უცნობმა პირებმა აქციის დაშლის მიზნით ხმოვანი ყუმბარაც გამოიყენეს.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმური მმართველია.

პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.