მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო აქცია იმართება
მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო აქცია იმართება

მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა დემონსტრაციის მონაწილეთა დაკავება დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებულია 30-დან 50-მდე პირი.

პუშკინის მოედანზე საერთო ჯამში 300-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი საავტომობილო გზის გადაკეტვას შეეცადნენ.

რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე რეფერენდუმი პირველ ივლისს დასრულდა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყნის უზენაეს კანონში შესწორებებს ამომრჩეველთა 77,92 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ცვლილებების საშუალებას აძლევს ვლადიმერ პუტინს, რომ მომდევნო ორ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამას გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების ახალი წესით გადანაწილებას, რაც პრეზიდენტის უფლებებს გაზრდის.