მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა წყვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი უკრაინელი მოჭადრაკეები – 18 წლის ალექსანდრა ვერნიგორა და 26 წლის სტანისლავ ბოგდანოვიჩი არიან, – იუწყება რუსული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“.
ვერნიგორა პროფესიონალი მოჭადრაკე იყო და „ფიდეს“ რეიტინგში 1861-ე ადგილს ფლობდა, ბოგდანოვიჩს კი 2013 წელს უკრაინის ჩემპიონობა ჰქონდა მოპოვებული.
ცხედრები გოგონას მამამ აღმოაჩინა.
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი აზოტის ოქსიდი გახდა, რადგან ცხედრების მახლობლად ამ აირით გაბერილი რამდენიმე ბუშტი აღმოაჩინეს.