მოსკოვში კურილის კუნძულების იაპონიისთვის გადაცემის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
მოსკოვში კურილის კუნძულების იაპონიისთვის გადაცემის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ „მემარცხენე ფრონტის“, „სხვა რუსეთის“, რუსეთის კომუნისტური პარტიისა, და სხვა პარტიების მხარდამჭერები და აქტივისტები. სულ სუვოროვის სახელობის მოედანზე 2000 ადამიანი შეიკრიბა.
მიტინგის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი სერგეი ბაბურინი და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრი იგორ სტრელკოვი.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „ჩვენ კურილებს არ დავთმობთ“, „გეყოთ რუსეთის გაჩუქება“, „ხელები შორის კურილებისგან“, „მივცეთ პუტინი კურილების ნაცვლად“ და ა.შ.
რუსული მედიის ცნობით, ანალოგიური მოთხოვნებით აქციები გაიმართა ასევე ხაბაროვსკსა და კალინინგრადშიც.
აღნიშნული აქციები წინ უსწრებს რუსეთისა და იაპონიის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართება.
სინძო აბე და ვლადიმირ პიტინი რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საკითხზე იმსჯელებენ.
შეგახსნებთ, რომ იაპონია კურილის 4 კუნძულს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.