სამხრეთ კურილის კუნძულების, შიკოტანისა და ჰაბომაის დაბრუნების სანაცვლოდ, იაპონია რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მზად არის
სამხრეთ კურილის კუნძულების, შიკოტანისა და ჰაბომაის დაბრუნების სანაცვლოდ, იაპონია რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მზად არის

სამხრეთ კურილის კუნძულების, შიკოტანისა და ჰაბომაის დაბრუნების სანაცვლოდ, იაპონია რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არის.

იაპონური მედიის ინფორმაციით, მთავრობის გეგმა აღნიშნული კუნძულების დე ფაქტოდ გადაცემას ითვალისწინებს, კიდევ ორი კუნძულის, იტურუპისა და კუნაშირის გადაცემას კი ხელისუფლება ამ ეტაპზე არარეალურად მიიჩნევს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე 21 იანვარს რუსეთში მიემგზავრება, სადაც შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართავს.

მოსკოვში უკვე გაიმართა რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები. ორი ქვეყნის ლიდერის ეს უკვე 25-ე შეხვედრა იქნება.