რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შემდეგ გამოცხადდა ცუნამის საფრთხეც. როგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი ონეკოტანის კუნძულიდან 228 კილომეტრში დაფიქსირდა.

რუსული მედია იუწყება, რომ ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

დატოვე კომენტარი