მოსკოვში ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვში ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი ნიკიტინის ბულვართან მოხდა. ხანძრის შედეგად სამმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

სამაშველო სამსახურმა საცხოვრებელი კორპუსიდან 42 ადამიანი გამოიყვანა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი 2 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.

ცეცხლის ჩაქრობა გართულდა, რადგან საცხოვრებელ სახლს ხის სართულები აქვს და ბევრ ბინაში რეკონსტრუქცია ჩატარდა.

ნიკიტინის ბულვართან მდებარე 100-ბინიანი სახლი 1912 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს განეკუთვნება. სახლის მახლობლად აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული.