მოსკოვში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 35 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსის მონიტორინგისა და კონტროლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით გარდაცვლილი პაციენტების საერთო რიცხვმა რუსეთის დედაქალაქში 764-ს მიაღწია.
მოსკოვში თვითიზოლაციის რეჟიმი 11 მაისამდეა გამოცხადებული.
რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების სულ 134 687 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 16 639, ხოლო გარდაცვლილია 1280 ადამიანი.