მოსკოვში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 ადამიანი გარდაიცვალა

02:11, 04.05.2020

მოსკოვში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 35 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსის მონიტორინგისა და კონტროლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით გარდაცვლილი პაციენტების საერთო რიცხვმა რუსეთის დედაქალაქში 764-ს მიაღწია.

მოსკოვში თვითიზოლაციის რეჟიმი 11 მაისამდეა გამოცხადებული.

რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების სულ 134 687 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 16 639, ხოლო გარდაცვლილია 1280 ადამიანი.

მსგავსი