მოსკოვში აცხადებენ, რომ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სარჩელზე გადაწყვეტილება სტრასბურგში სავარაუდოდ წელს გამოცხადდება

13:45, 03.06.2020

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა,  2020 წელს მიიღოს, – ამის შესახებ რუსულ მედიას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელმა, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალპერინმა განუცხადა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დოსიეში ჯერ კიდევ არის რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივრები. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებს. დასრულდა ყველა მოსმენა და პოზიციების გაცვლა. მიმდინარე წელს შესაძლოა, იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო განჩინება“ – განაცხადა მიხაილ გალპერინმა.

მსგავსი