მოსკოვის მერის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის დედაქალაქის თავზე შვიდი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის თავზე შვიდი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, – ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, – განაცხადა სობიანიანმა.
ამასთან, ბოლო 24 საათის მანძილზე რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქთან 27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის ექვს რეგიონში, ჯამში, 57 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამასთან, დროებით შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის აეროპორტებში.