რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის ექვს რეგიონში 57 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, დროებით შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის აეროპორტებში
რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ცნობით, ქვეყნის ექვს რეგიონში 57 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
„6 მაისს, 18:40-ის შემდეგ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 57 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს 31 დრონი, კურსკის ოლქში – 14, ორლოვის ოლქში – შვიდი, კალუგის ოლქში – ორი, რიაზანის ოლქში – ორი, ხოლო ერთი ყირიმის თავზე.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში ორი დრონი ჩამოაგდეს. დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები შემოიღეს.
„მოსკოვის აეროპორტებში – ვნუკოვოსა და დომოდედოვოში – მოსკოვის დროით 18:19-დან შემოღებულია დროებითი შეზღუდვები“, – აღნიშნულია რუსეთის საავიაციო სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, შეზღუდვები მოქმედებს მოსკოვის ოლქის ჟუკოვსკის აეროპორტშიც.