მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს [ვიდეო]
მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს [ვიდეო]

მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ნავალნი მოსკოვში მიმდინარე აქციაზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში აიყვანეს.

ადგილობრვი მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქებში დღეს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს ამ დრომდე სამართალდამცავებმა 90-ზე მეტი აქტივისტი დააპატიმრეს. მათ შორის არის ნავალნის მოსკოვის ოფისის რამდენიმე თანამშრომელი. მათ მასობრივი შეკრების ორგანიზების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მომხრეებს ქუჩებში გასვლისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც რუსეთის ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ მას პრეზიდენტობის კანიდადატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.