მოსკოვი ვაშინგტონის ბოლო სანქციებზე პასუხად „შავ სიას“ გააფართოებს
მოსკოვი ვაშინგტონის ბოლო სანქციებზე პასუხად „შავ სიას“ გააფართოებს

მოსკოვი ვაშინგტონის ბოლო სანქციებზე პასუხად „შავ სიას“ გააფართოებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილემ სერგეი რიაბკოვმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ „შავი სიის“ გაფართოებისას რუსეთი პარიტეტის პრინციპით იხელმძღვანელებს.

რიაბკოვის თქმით, საპასუხო ზომები მოსკოვის არჩევანი და მეთოდი არ არის.

„ჩვენ ამას ამერიკული პოლიტიკური სიჯიუტისა და რეალობის აღქმის, არამედ მზაობის გამო ვაკეთებთ. შესაძლებელია ჩვენი მხრიდან სხვა ნაბიჯებიც, რომლებსაც საკუთარი ინტერესების შესაბამისად შევიმუშავებთ“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

ამავე დროს, სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს, აშშ-თან დიალოგის ფანჯარა საბოლოოდ დახუროს. მისი თქმით, ამერიკელი პოლიტიკოსები ცეცხლს ეთამაშებიან, როდესაც რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს ანგრევენ, რადგან ამავე დროს ისინი გლობალურ სტაბილურობას უთხრიან ძირს.

15 მარტს, აშშ-ის სახაზინო დეპატამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. „შავ სიაში“ შეიყვანეს 19 ფიზიკური პირი და ხუთი ორგანიზაცია. მათ შორის მოხვდა რუსეთის ის 13 მოქალაქე, რომელსაც რობერტ მიულერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან კავშირში ადანაშაულებენ.

დატოვე კომენტარი