აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები 19 ფიზიკურ პირს და ერთ ორგანიზაციას დაუწესდა.

სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამმართველოს თანამშრომლები, ასევე ინტერნეტ კვლევის სააგენტო, იგივე ე.წ. ტროლების ქარხანა.

აშშ-მა სანქციების მეშვეობით „ამერიკის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მოქმედების“ კანონი აამოქმედა. აღნიშნულ კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასული წლის აგვისტოში მოაწერა. კანონის მიღება აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშირდება.