მოსამართლემ უარყო ცილისწამების თაობაზე დონალდ ტრამპის სარჩელი მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის წინააღმდეგ
მოსამართლემ უარყო ცილისწამების თაობაზე დონალდ ტრამპის სარჩელი მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის წინააღმდეგ

მოსამართლემ უარყო ცილისწამების თაობაზე დონალდ ტრამპის სარჩელი მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის წინააღმდეგ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ტრამპი კეროლს ცილისწამებაში სდებდა ბრალს იმ განცხადებებისთვის, რომლებიც ელიზაბეთ ჯინ კეროლმა „სიენენზე“ გააკეთა. მწერალმა აღნიშნული ინტერვიუ მედიასთან იმ დღეს ჩაწერა, როდესაც ტრამპი მის მიმართ ცილისწამებისა და სექსუალური შევიწროების ფაქტზე სასამართლომ გაამტყუნა. აშშ-ის ოლქის მოსამართლემ მანჰეტენში აღნიშნა, რომ აღნიშნული განცხადებები, რომლებიც ელიზაბეთ ჯინ კეროლმა გააკეთა, სულ მცირე, „არსებითად სიმართლეა“.

ტრამპის ადვოკატი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას უმოკლეს დროში აანონსებს.

შეგახსენებთ, რომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის მტკიცებით, დონალდ ტრამპმა მასზე 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში სექსუალურად იძალადა. დონალდ ტრამპი სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, გაუპატიურების ბრალდება კი არ გაიზიარა. ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

ელიზაბეთ ჯინ კეროლის მისამართით გაუპატიურებასთან დაკავშირებით „სიენენის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე მწერალმა უპასუხა, რომ ტრამპმა ეს ჩაიდინა.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალტ ტრამპი ცილისწამებისთვის ელიზაბეთ ჯინ კეროლისგან ათ მილიონ დოლარს ითხოვდა.