საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავეს
საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააპატიმრეს.
როგორც სააგენტო „ფრანს პრესი” წერს, საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე, პრისკა ტევენოზე თავდასხმა საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას მოხდა.
პოლიციამ აღნიშნული საქმის ფარგლებში ერთი არასრულწლოვანი და ერთი ზრდასრული პირი დააკავა. ორივე მათგანს ბრალად წაუყენეს არჩეული თანამდებობის პირზე ძალადობა.
ზრდასრული ბრალდებული ადრე ნასამართლევია. ის ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მოპარული ნივთების გაყიდვის გამო გაასამართლეს. დაკავებული არასრულწლოვანი კი ჯგუფურ ძარცვაში მონაწილეობისთვის იყო მსჯავრდადებული.
საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმის კიდევ ორი ფიგურანტი საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. როგორც „ფრანს პრესი“ წერს, თავდასხმაში სულ 20-მდე პირი მონაწილეობდა.
ცნობისთვის, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.