მორის ყვითელაშვილმა Skate America მერვე ადგილზე დაასრულა [ვიდეო]

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ევერეტში, ფიგურულ ციგურაობაში, გრანპრის სერიის ტურნირების პირველი ეტაპი (Skate America) გაიმართა.

მამაკაცებში, საქართველოს ნაკრების ლიდერი – მორის ყვითელაშვილი გამოდიოდა. მან არც თუ ისე დამაჯერებლად შეასრულა მოკლე პროგრამა და 12 მონაწილეს შორის მე-11 ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, თავისუფალ პროგრამაში ყვითელაშვილი მეშვიდე იყო და საბოლოოდ – 205.12 ქულით, მერვე ადგილზე გავიდა.

Skate America მასპინძელმა – ნეთან ჩენმა მოიგო (280.57 ქულა). მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად ჩეხი – მიხალ ბრჟეზინა (239.51) და რუსი – სერგეი ვორონოვი (226.44) გავიდნენ.