მორის ყვითელაშვილმა მოსკოვის გრანპრი მეორე ადგილზე დაასრულა [ვიდეო]
ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა, მოსკოვის გრანპრი მეორე ადგილზე დაასრულა. ისევე როგორც პარასკევს მოკლე პროგრამაში, მორისმა თავისუფალშიც მეორე ადგილი დაიკავა. ქართველი კვლავ პიონჩანგის ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ იუძურუ ჰანიუს ჩამორჩა.
ყვითელაშვილმა თავისუფალი პროგრამისთვის 158.64 ქულა მიიღო (ჰანიუს 167.89 ჰქონდა), ჯამში კი 248.58 ქულა დააგროვა. გამარჯვებული ჰანიუს შედეგი იყო – 278.42 ქულა.
აღსანიშნავია, რომ ყვითელაშვილს მოსკოვის გრანპრის მოგება შეეძლო, რადგან ჰანიუმ წინა დღეს ფეხის ტრავმა მიიღო და თავისუფალი პროგრამის გამოტოვების საფრთხის ქვეშ იყო.