მორის ყვითელაშვილმა ბოსფორის თასის გათამაშება მოიგო
მორის ყვითელაშვილმა ბოსფორის თასის გათამაშება მოიგო

28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, სტამბოლმა ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა 24 ქვეყნის 105-მა მოციგურავემ მიიღო. მათ შორის სამი ქართველი სპორტსმენი იყო. სენიორთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილმა და ირაკლი მაისურაძემ იასპარეზეს.

ყვითელაშვილმა მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში 220.73 ქულა დააგროვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 179.50 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა ირაკლი მაისურაძე.

იუნიორთა შორის საკმაოდ წარმატებით იასპარეზა ალინა ურუშაძემ. 13 ქვეყნის 29 მონაწილეს შორის 144.66 ქულა მოიპოვა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ბოსფორის თასზე, მსაჯთა შემადგენლობაში წარმოდგენილი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი სალომე ჩიგოგიძე იყო.