მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ, მოსკოვის გრანპრის ლიდერობს (ვიდეო)
მოსკოვში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის გრანპრის ეტაპზე წარმატებით დაიწყო გამოსვლა ქართველმა მორის ყვითელაშვილმა. მან მოკლე პროგრამის მოგება შეძლო მას შემდეგ, რაც სუფთად შეასრულა კასკადი – ოთხმაგი სალხოვი და სამმაგი ტულუპი, აგრეთვე სამმაგი აქსელი და ოთხმაგი ტულუპი. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა თავისი გამოსვლისთვის 99.65 ქულა დაიმსახურა.
ყვითელაშვილის უახლოესი მდევრები არიან რუსი მოციგურავეები – პიოტრ გუმენიკი (96.26 ქულა) და მიხაელ კოლიადა (93.34 ქულა).
გრანპრის გამარჯვებული 21 ნოემბერს, თავისუფალი პროგრამის შემდეგ გამოვლინდება.