მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისში 2016 წლის 21 ივლისს მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელშიც ბრალდებული მორაგბე მერაბ კვირიკაშვილია, ბრალდების მხარის მოწმე შავლეგ მამაგულაშვილი დაიკითხა.

მამაგულაშვილი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მოწმის თქმით, ავტობანზე საბურავის დაზიანების გამო, ავტომობილიდან იყო გადმოსული, რა დროსაც დაინახა შავი ჯიპი, რომელსაც მართვაზე კონტროლი დაკარგული ჰქონდა და ზიგზაგისებურად მოძრაობდა, რის შემდეგაც დაახლოებით 50 მეტრის გავლის შემდეგ, საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს დაეჯახა.

იგივე ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მეორე მოწმემ, ესტატე კასრაძემ, რომელიც ასევე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელია.

ქუთაისში 2016 წლის 21 ივლისს მომხდარი ავარიის საქმეზე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა, რა დროსაც მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, პაპასკირის მეუღლე და მათი მეგობარი გოგონა დაიღუპნენ.