ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისში 2016 წლის 21 ივლისს მომხდარი ავარიის საქმეზე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა, რა დროსაც მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, პაპასკირის მეუღლე და მათი მეგობარი გოგონა დაიღუპნენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მოსამართლე მურთაზ კაპანაძე დღეს ბრალდების მხარის ხუთ მოწმეს დაკითხავს.

პროცესს ესწრება ბრალდებული მერაბ კვირიკაშვილი. მას პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.