მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა
მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა

ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, – იუწყება rugbyrama.fr.

ბექა ბურდიაშვილი ფრანგული კლუბის „გროლეს“ მოთამაშე იყო და ავარიის დროს „ლავორთან“ გასამართ მატჩზე მიემგზავრებოდა. ტრაგიკული შემთხვევის გამო „გროლე“-„ლავორის“ შეხვედრა აღარ გაიმართა.

საქართველოს პირველი არხი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ქართველი მორაგბის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და ბექა ბურდიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს.