მოქმედმა ჩემპიონმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო]
მოქმედმა ჩემპიონმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო]

„ევროლიგის“ 2018/2019 წლების სეზონი, შარშანდელმა ტრიუმფატორმა – მადრიდის „რეალმა“ დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა. ევროპის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, მიმდინარე სეზონის პირველ ტურში, სტამბოლის „დარუშაფაქა“ 109-93 დაამარცხა.

სამეფო გუნდმა, ფავორიტის სტატუსის გამართლება, პირველივე წუთებიდან დაიწყო და მთელი მატჩის განმავლობაში, მეტოქეს, თამაშის დაძაბვის საშუალება არ მისცა. პაბლო ლასომ, თავიდანვე საკუთარი, შემტევი სტილი აირჩია. თურქული კლუბის კალათბურთელებს, მადირდელთა სწრაფი შეტევების შეჩერება აშკარად უჭირდათ, რაც საბოლოოდ ევროპული კალათბურთისთვის არადამახასიათებელი, 109 ქულის მიღების ფასად დაუჯდათ. მასპინძლებს, ენტონი რენდოლფმა ულიდერა. სლოვენიური პასპორტის მქონე, ამერკიელმა კალათბურთელმა, 16 ქულა მოაგროვა. 14 ქულა დაფიქსირდა, ჯეისი ქეროლის ანგარიშზე. 13-13 ქულა: ფაბიენ კოზიემ, ჯეფრი ტეილორმა და სერხიო ლიულმა პირად აქტივში მიითვალეს. „დარუშაფაკას“ რიგებში,  18 ქულით 6 მოხსნით და 6 პასით, რეი მაკკალუმი გამოირჩა.

გუშინდელი დღის, კიდევ ერთ მატჩში, სტამბოლის „ეფესმა“, სტუმრად, მიუნხენის “ბაიერნი” ბევრისთვის მოულოდნელად, დიდი ანგარიშით 90:71 დაამარცხა.

დღეს, პირველი ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა გაიმართება. ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს, კაუნასში ჩასატარებელი თამაში იწვევს, სადაც თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის „ბასკონია“ ადგილობრივ „ჟალგირისს“ დაუპირისპირდება.