ევროლიგის ახალი სეზონი ცსკა-ს გამარჯვებით გაიხსნა [ვიდეო]

საკალათბურთო „ევროლიგის“ ახალი სეზონი, „ცსკა“-„ბარსელონას“ შეხვედრით გაიხსნა. მოსკოვის „მეგასპორტ“ არენაზე, ადგიობრივმა „ცსკა“-მ ესპანურ „ბარსელონას“ უმასპინძლა.

2018/2019 წლების სეზონს, არმიული კლუბი, საბრძოლო შემადგენლობით შეხვდა. გუნდმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და წელსაც, ტურნირის ერთერთი ფავორიტი იქნება. გარკვეული ცვლილებები მოხდა, „ბარსელონაში“ – კატალონელებმა, ათენის „პანათინაიკოსიდან“ კრის სინგლტონი დაიმატეს, ხოლო კაუნასის „ჟალგირისიდან“ კევინ პანგოსი შეიძინეს. გამოცდილი, სვეტოსლავ პეშიჩის გუნდი, გასული სეზონების მსგავსად, არც მიმდინარე ტურნირზე მიიჩნევა ფავორიტად, რაც დღევანდელ მატჩშიც დამტკიცდა. „ბარსამ“ მეტოქეს, ღირსეული წინააღმდეგობა, მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია  (17-21). თამაშის მეორე მეოთხედში, მასპინძლებმა 18 ქულიანი გაქცევა მოაწყვეს და დიდ შესვენაბას, კომფორტული უპირატესობით შეხვდნენ (51-29). სტუმრებმა, მესამე მეოთხედი, შედარებით მაღალ დონეზე ჩაატარეს, კაელ კურიკის და იაკა ბლაჟიჩის აქტიურობით, შეხვედრას ინტრიგა დაუტოვეს. დასკვნითი ათწუთიანი მონაკვეთი კი, ისევ „ცსკა“-ს კარნახით წარიმართა. საბოლოოდ, დიმიტრის იტუდისის გუნდმა, 95-75 გაიმარჯვა.

რუსული კლუბის, ოთხმა კალათბურთელმა, 12 და მეტი ქულა მოაგროვა. საუკეთესო, კორი ჰიგინსი გახლდათ. ამერიკელმა უკანახაზელმა, 18 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში, ნანდო დე კოლომ.

„ევროლიგის“ მეორე ტურში, „ცსკა“ თელ ავივის „მაკაბის“ ესტუმრებმა. ისრაელის მრავალგზის ჩემპიონმა, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში, ათენის „ოაკას“ დარბაზში, „პანათინაიკოსთან“ ანგარიშით 84-89 წააგო.