თორნიკე შენგელია ევროლიგამ ახალ ამპლუაში წარმოადგინა [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგის 2018-2019 წწ სეზონის დაწყებამდე, სოციალურ ქსელში, გათამაშების ოფიციალური პრომო განთავსდა. პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის გამორჩეული კალათბურთელები, ვიდეორგოლში განსხვავებულ ამპლუაში არიან წარმოდგენილი.

პრომოში ევროპული კალათბურთის ვარსკვლავებს შორის, საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ წევრი თორნიკე შენგელია არის. შეგახსენებთ რომ შენგელია გასულ წელს როგორც ევროლიგის, ასევე ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ხუთელში დასახელდა.

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია 2018-2019 წლების სეზონის პირველ შეხვედრას ხვალ კაუნასის „ჟალგირისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.