დღეს საკალათბურთო ევროლიგა იწყება
დღეს საკალათბურთო ევროლიგა იწყება

დღეს, სტარტს საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშების ახალი სეზონი აიღებს. ევროპის 16 გამორჩეული კლუბი, უძლიერესის ტიტულისთვის იბრძლებს, მათ შორის თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის „ბასკონიაც“ იქნება.

ესპანური გუნდი, სეზონის პირველ მატჩს, ხვალ, კაუნასის „ჟალგირისის“ წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელი, მოახლოვებული სეზონის წინ, „ევროლიგის“ წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, კვლავ საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს.

პირველ ტური, ორ სათამაშო დღედ არის გაყოფილი. პირველ დღეს, ოთხი მატჩი შედგება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის „რეალი“ საკუთარ მოედანზე, სტამბოლის „დარუშაფაკას“ მიიღებს. ათენის „პანათინაიკოსი“ საკუთარ „ოაკას“ დარბაზში, თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებს. მიუნხენის „ბაიერნი“ კიდევ ერთი თურქული კლიბის, „ეფესის“ მეტოქე იქნება. ცენტრალური თამაში, მოსკოვში შედგება, სადაც „ცსკა“- „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი, ყველაზე ადრე – თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.