მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელების გარეშე - ელიგამ მესამე წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა #1TVSPORT
მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელების გარეშე - ელიგამ მესამე წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მესამე წრის საუკეთესოები გამოავლინა და წრის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა.

სიმბოლურ ნაკრებში ერთი მოთამაშეც არ არის ბათუმის „დინამოდან“, რომელმაც „დინამო თბილისთან“ დიდი უპირატესობა გაანიავა და ახლა მხოლოდ 1 ქულით ასწრებს.

ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე

როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო)

მცველები

გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯიმი ტაბიძე (დინამო თბილისი), ლაშა შერგელაშვილი (ქუთაისის ტორპედო)

ნახევარმცველები

ანრი მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), მერაბ გიგაური (ქუთაისის ტორპედო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები

ჯეფერსონ ჯეფინიო (სამგურალი), დავით სხირტლაძე (დინამო თბილისი), უსმანე კამარა (დინამო თბილისი)

11 რჩეულში ყველაზე მეტი, 6 მოთამაშე „დინამო თბილისიდან“ მოხვდა. ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლურ გუნდში ქუთაისის „ტორპედო“ 3 ფეხბურთელით არის წარმოდგენილი, თითო მოთამაშით „საბურთალო“ და „სამგურალი“.