საფეხბურთო მენეჯერი, ლაშა ოდილაძე კვარაცხელიას ტრავმის ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს – ფიფა-ს ახალი სანაკრებო კალენდარი დანაშაულია #1TVSPORT
ფიფა-მ საერთაშორისო სანაკრებო კალენდარს უნდა გადახედოს, რადგან მჭიდრო სათამაშო გრაფიკი მოთამაშეთა ტრავმიანობის, მიზეზი გახდა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პსჟ-სა და „ბარსელონას“ შეხვედრაში ერთდროულად ოთხი ფეხბურთელი დაშავდა – ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და მარკინოსი ფრანგების მხრიდან, ხოლო კატალონიელებიდან – დანი ოლმო. იგივე პრობლემა შეექმნა სობოსლაის, მაგრამ შედარებით უმნიშვნელო ტრავმა დაუდგინდა.
ამის მიზეზი ფიფა-ს სანაკრებო თამაშების „ფანჯარაა“, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს – ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა, ისევე როგორც ყველა ნაკრებმა, 10 დღეში 4 შეხვედრა ჩატარდა. ეს კატასტროფაა, რადგან ასეთ გადატვირთულ კალენდარს შესაძლოა, ერთეულებმა გაუძლონ, მაგრამ ზოგადად ადამიანის ორგანიზმი გამოიფიტება, რაც ტრავმების მთავარი მიზეზი ხდება.
მეორე მხარეა კონკრეტულად საქართველოს ინტერესიც – ევროპის დიდ ქვეყნებში, ანუ გრანდებში უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ იძულებულები არიან, სანაკრებო შეკრებაზე 30-40 მოთამაშე მიიწვიონ. მათგან განსხვავებით, ჩვენნაირ პატარა ქვეყანას ასეთი დიდი რესურსი არ გააჩნია.
ამ საკთხზე უეფა-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა იმსჯელეს და ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნებიდან 54 ახალი კალენდარის წინააღმდეგ წავიდა.
მიმაჩნია, რომ ფიფა-ს ახალი სანაკრებო კალენდრის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მეტი მოგების მიღებაა და ფეხბურთელების წინაშე დანაშაულია. ამიტომ მას უნდა გადახედონ და შეცვალონ“.