გიორგი გოჩოლეიშვილი ეროვნული ლიგის წრის ფეხბურთელია #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი ეროვნული ლიგის წრის ფეხბურთელია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ეროვნული ლიგის მესამე წრე შეაფასა და საუკეთესოდ გიორგი გოჩოლეიშვილი აღიარა.

ნომერ პირველ ფეხბურთელად „საბურთალოს“ მოთამაშე დამსახურებულად დასახელდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის მოთამაშემ 9 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ეს შედეგიანობა აღსანიშნავი იმტომაცაა, რომ გოჩოლეიშვილი ფლანგის ფეხბურთელია, ხშირად კი მცველად ათამაშებენ. ისიც ხაზგასასმელია, რომ „საბურთალოს“ რთული პერიოდი ჰქონდა და 9 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, 4 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გიორგი გოჩოლეიშვილის მაჩვენებელი გამორჩეული იყო. „საბურთალოს“ ფეხბურთელი ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.