ქართველები გერმანიაში | ლუკა ლოჩოშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს#1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-9 ტურში „კოტბუსს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 1:1.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, გოლიც გაიტანა, მაგრამ არ ჩათვალეს. ცხრა ტურის შემდეგ 15 ქულით „ჰაიდენჰაიმი“ სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.
ლუკა ლოჩოიშვილმა და „კიოლნმა“ შინ გელზენკირხენის „შალკე“ მიიღეს – 0:0. „ჯვაროსნების“ მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.
ქართველი მცველის თამაში 8.3 ქულით შეაფასეს, რაც ორივე გუნდში საუკეთესო აღმოჩნდა და ლოჩოშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.