ქართველები ესპანეთში | გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალს“ „ვალენსიასთან“ ბოლო წამებზე მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

23:04, 24.10.2026

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „მესტალიაზე“ „ვალენსია“ ქართველის გოლით 2:1 დაამარცხა. ორივე გუნდმა მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 65-ე წუთზე შემოვიდა, 90+6-ე წუთზე კი კონტრშეტევისას მცველებს გაცდა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანომ“ ლა ლიგაში „ელჩეს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 0:2 იყო.

გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ „ესპანიოლი“ მიიღო და, მიუხედავად იმისა, რომ 69-ე წუთამდე აგებდა, თამაში შემოატრიალა – 2:1. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სამატჩო განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია.

საბა საზონოვის „ხეტაფე“ 25 ოქტომბერს ბასკეთში ითამაშებს – გუნდი ბილბაოში „ატლეტიკს“ ესტუმრება.

მსგავსი