ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „ნანტთან“ მოგებით ლიდერობა განიმტკიცა #1TVSPORT

01:10, 25.10.2026

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ში საკუთარ მოედანზე „ნანტი“ მიიღო და ბოლო წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა – 1:0.

ქართველი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში 12 სექტემბრის შემდეგ პირველად მოხვდა და მოედანზე 84 წუთი დაჰყო. მე-10 ტურის დაძაბული მატჩის ბედი 90-ე წუთზე აუგუსტინ ბოაკიეს გოლმა გადაწყვიტა.

ამ გამარჯვებით „სენტ-ეტიენმა“ 25 ქულა დააგროვა, კონკურენტ „ნანსს“ 6 ქულით გადაასწრო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.

მსგავსი