„მოქალაქეები“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ოთხი დეპუტატის ნაცვლად, ორ დეპუტატს შეეძლოს
პარტია „მოქალაქეები“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ოთხი დეპუტატის ნაცვლად, ორ დეპუტატს შეეძლოს.
ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ჯგუფი ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი წესით უნდა შეიქმნას.
ინიციატორები აღნიშნული ცვლილებების მომზადების მიზეზად იმას ასახელებენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა მიეცეთ, სრულად მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და უკეთ განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.