მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი შესაძლოა, შეიცვალოს
მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესი შესაძლოა, შეიცვალოს

მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესის შეცვლა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

ცვლილებების მიხედვით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული საკრებულოს წევრები მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნას შეძლებენ. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საკრებულოში ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებით, მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა გამოირიცხება.

ცვლილებების ინიციატორები სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი და დიმიტრი სამხარაძე არიან.

დღეს მოქმედი რეგულაციით, საკრებულოში ფრაქცია შეიძლება ორი ან მეტი პარტიის წევრებმა შექმნან.