მონტენეგროელებმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვეს #1TVSPORT
მონტენეგროელებმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან პოდგორიცაში გამართული ამხანაგური მატჩის (1:3) შემდეგ მონტენეგროელებმა „ჯვაროსნებს“ თავი ღირსეულად დაამახსოვრეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ექიმის, დავით ხარაბაძის მიერ გავრცელებული ფოტო მეტყველებს.

მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძლებმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვეს.

Georgia Good Luck at Euro (საქართველო, წარმატებები ევროზე) – ეს წარწერა პოდგორიცას სტადიონის ტაბლოზე მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებების მატჩის შემდეგ გამოჩნდა.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ევრო 2024-ზე:

18 ივნისი, 20:00 | თურქეთი – საქართველო

22 ივნისი, 17:00 | საქართველო – ჩეხეთი

26 ივნისი, 23:00 | საქართველო – პორტუგალია