მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საფინა-ბერულავას წყვილი მეოთხე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მეოთხე ადგილზეა და მედლისთვის იბრძვის. დღეს წყვილთა შორის შეჯიბრი თავისუფალ პროგრამაში გაიმართება.
ჩვენმა წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირადი რეკორდი დაამყარა, მათ შეფასებად 67,36 ქულა მიიღეს და მესამე ადგილზე მყოფ იაპონურ წყვილს ოთხი ქულით ჩამორჩებიან.
17 წლის საფინა და 19 წლის ბერულავა დიდ შეჯიბრებებზე ამ სეზონიდან გამოდიან. ისინი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდნენ, პეკინის ოლიმპიადაზე კი მეცხრე შედეგი აჩვენეს.
დღესვე ვაჟთა შორის მოკლე პროგრამით მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს.