„მონცას“ მცველი მილანის სავაჭრო ცენტრში დანით დაჭრეს - უცნობი მამაკაცი ექვს ადამიანს დაესხა თავს #1TVSPORT
„მონცას“ მცველი მილანის სავაჭრო ცენტრში დანით დაჭრეს - უცნობი მამაკაცი ექვს ადამიანს დაესხა თავს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ მცველმა პაბლო მარიმ, რომელიც იჯარით „მონცაში“ თამაშობს, მილანში დანით დაჭრეს.

ინციდენტი ასაგოს სავაჭრო ცენტრში მოხდა. 46 წლის მამაკაცმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ფსიქიური აშლილობა აქვს, სუპერმარკეტის თაროდან დანა აიღო და იქვე მყოფ ადამიანებს დაერია. მათგან ორი მძიმედ არის დაჭრილი, – წერს გაზეთ Corriere dello Sport.

სუპერმარკეტში მყოფებმა შეძლეს თავდამსხმელის შეჩერება, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააპატიმრა.

სულ დაზარალდა ექვსი ადამიანი, მათ შორის, პაბლო მარი. დაზარალებულები ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მსხვერპლი – სუპერმარკეტის მოლარე ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

პაბლო მარი გონებაზეა და შეუძლია ლაპარაკი, ის უკვე მოინახულეს „მონცას“ გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ და მწვრთნელმა რაფაელე პალადინომ.

გალიანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფეხბურთელმა ზურგში საკმაოდ ღრმა ჭრილობა მიიღო, მაგრამ დანა სასიცოცხლო ორგანოებს არ შეხებია.