მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა 2023 წლის სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, მეორედ გაიმარჯვა მონტე კარლოს ტრასაზე და კარიერაში 39-ე გრანპრი მოიგო.
„რედ ბულის“ პილოტმა პოულიდან აიღო სტარტი, ლიდერად დარჩა პირველი მოსახვევის შემდეგ და პირველობას ინარჩუნებდა მთელი დისტანციის განმავლობაში.
ფერსტაპენისთვის ხელი არ შეუშლია წვიმას, რომელიც ფინიშამდე 20 წრით ადრე წამოვიდა. ნიდერლანდელი დროულად გადავიდა საშუალედო საბურავებზე და გააგრძელა დამაჯერებელი ლიდერობა. ნაწილობრივ, მას დაეხმარა უახლოესი მდევრის, ფერნანდო ალონსოს შეცდომა, რომელიც ზუსტად წვიმის წინ ახალ საბურავებზე გადავიდა და მომდევნო წრეზე ისევ მოუწია ბოქსებში შესვლა წვიმის საბურავებისთვის.
საბოლოოდ ფერსტაპენმა 27-წამიანი უპირატესობით მოიგო. თან ეტაპი ჩააგდო მისმა თანაგუნდელმა და საერთო ჩათვლაში მთავარმა კონკურენტმა სერხიო პერესმა, რომელმაც ბოლო ადგილიდან აიღო სტარტი და მე-17 ადგილზე გავიდა. ასე რომ, მათ შორის ქულათა სხვაობა 14-დან 39 ქულამდე გაიზარდა.
საბურავებთან დაკავშირებული შეცდომის მიუხედავად, ალონსო მაინც მეორე ადგილზე გავიდა, რაც მისი საუკეთესო შედეგია 2014 წლის უნგრეთის გრანპრის შემდეგ. ამით ესპანელმა 12 ქულამდე შეამცირა სხვაობა პერესთან.
სტარტის შემდეგ მესამე ადგილზე ესტებან ოკონი აღმოჩნდა. რბოლის პირველ ნაწილში Alpine-ის ფრანგმა პილოტმა მოიგერია კარლოს საინსის შეტევები, ხოლო, როცა ეს უკანასკნელი ტრასიდან გადავარდა, ოკონი მარტო დარჩა. მხოლოდ რბოლის ბოლოს წამოეწია მას ლუის ჰემილტონი, მაგრამ მათ შორის სხვაობა 1.5 წამზე ქვემოთ არ ჩამოსულა, ასე რომ, მესამე ადგილისთვის ბრძოლა არ გამოვიდა. ოკონისთვის ეს იყო კარიერაში მესამე შესვლა ტოპ სამეულში.
ჩემპიონატი ერთი კვირის შემდეგ ესპანეთის გრანპით გაგრძელდება.
მონაკოს გრანპრი
მონტე კარლო. 78 წრე, 260.286 კმ
- მაქს ფერსტაპენი (Red Bull, ნიდერლანდები) – 78 წრე
- ფერნანდო ალონსო (Aston Martin, ესპანეთი) – +27.921
- ესტებან ოკონი (Alpine, საფრანგეთი) – +36.990
- ლუის ჰემილტონი (Mercedes, ბრიტანეთი) – +39.062
- ჯორჯ რასელი (Mercedes, ბრიტანეთი) – +56.284
- შარლ ლეკლერი (Ferrari, მონაკო) – +61.890
- პიერ გასლი (Alpine, საფრანგეთი) – +62.362
- კარლოს საინსი (Ferrari, ესპანეთი) – +63.391
- ლანდო ნორისი (McLaren, ბრიტანეთი) – 1 წრე
- ოსკარ პიასტრი (McLaren, ავსტრალია) – 1 წრე
- ვალტერი ბოტასი (Alfa Romeo, ფინეთი) – 1 წრე
- ნიკ დე ვრისი (AlphaTauri, ნიდერლანდები) – 1 წრე
- გუანიუი ჟოუ (Alfa Romeo, ჩინეთი) – 1 წრე
- ალექს ალბონი (Williams, ტაილანდი) – 1 წრე
- იუკი ცუნოდა (AlphaTauri, იაპონია) – 2 წრე
- . სერხიო პერესი (Red Bull, მექსიკა) – 2 წრე
- ნიკო ჰიულკენბერგი (Haas, გერმანია) – 2 წრე
- ლოგან სარჯენტი (Williams, აშშ) – 2 წრე
- კევინ მაგნუსენი (Haas, დანია) – უფინიშოდ
- ლენს სტროლი (Aston Martin, კანადა) – უფინიშოდ
საერთო ჩათვლა
- მაქს ფერსტაპენი – 144 ქულა (4 მოგება)
- სერხიო პერესი – 105 (2)
- ფერნანდო ალონსო – 93
- ლუის ჰემილტონი – 69
- ჯორჯ რასელი – 50
- კარლოს საინსი – 48
- შარლ ლეკლერი – 42
- ლენს სტროლი – 27
- ესტებან ოკონი – 21
- პიერ გასლი – 14
- ლანდო ნორისი – 12
- ნიკო ჰიულკენბერგი – 6
- ოსკარ პიასტრი – 5
- ვალტერი ბოტასი – 4
- გუანიუი ჟოუ – 2
- იუკი ცუნოდა – 2
- კევინ მაგნუსენი – 2
- ალექს ალბონი – 1
კონსტრუქტორთა თასი
- რედ ბული – 249 ქულა
- ასტონ მარტინი – 120
- მერსედესი – 119
- ფერარი – 90
- ალპინი – 35
- მაკლარენი – 17
- ჰაასი – 8
- ალფა რომეო – 6
- ალფა ტაური – 2
10. უილიამსი – 1