„მონაკოს“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოუჩინეს
„მონაკოს“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოუჩინეს

„მონაკოს“ ერთ-ერთი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა, იტყობინება ფრანგული გუნდის ოფიციალური საიტი.

„კვირის დასაწყისიდან მოთამაშეებმა არაერთი ტესტი ჩაიტარეს და გამოვლინდა ორი ფეხბურთელი, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს. აქედან გამომდინარე, ისინი სხვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და აღდგენით პროცესს განაგრძობენ. ტესტებმა ასევე გამოავლინა ერთი აქტიური და უსიმპტომო შემთხვევა. მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – წერია „მონაკოს“ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2019-20 წლების საფეხბურთო სეზონი საფრანგეში დასრულებულად გამოცხადდა და ლიგა 1-ს გამარჯვებულად „პარი სენ-ჟერმენი“ დასახელდა.