მომდევნო ტურში წარუმატებლობის შემთხვევაში, მაურიციო სარის „იუვენტუსიდან“ დათხოვნა ემუქრება
მომდევნო ტურში წარუმატებლობის შემთხვევაში, მაურიციო სარის „იუვენტუსიდან“ დათხოვნა ემუქრება

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის მუშაობით, – დაწერა „კალჩომერკატომ“.

სერია A-ს ლიდერი სამი ტურია ვერ ახერხებს მოგებას. ბოლო ტურში ტურინულმა გუნდმა „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და 3:3 ითამაშა. თუ მომდევნო ტურშიც „ლაციოს“ წინააღმდეგ „იუვენტუსი“ მოგებას ვერ შეძლებს, სარი, შესაძლოა, პოსტიდან დაითხოვონ.

მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში, სეზონის ბოლომდე გუნდს უხელმძღვანელებს სარეზერვო გუნდის დამრიგებელი ლამბერტო ძაული.

33 ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილს „იუვენტუსი“ ლიდერობს. მისი უპირატესობა „ინტერთან“ ექვს ქულას შეადგენს.