მომავალ სეზონში ინგლისის თასი შეიძლება არ გაიმართოს

11:45, 25.03.2020

ინგლისის თასისა და ინგლისის ლიგის თასის გათამაშებები შეიძლება გააუქმონ 2020-21 წლების სეზონში, – ამტკიცება გაზეთი „სანი“.

წყაროს ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის კლუბები უარს იტყვიან ამ ტურნირებზე იმ შემთხვევაში, თუ მათი კალენდარი ძალიან გადაიტვირთება.

2019-20 წლების სეზონში პრემიერლიგის გათამაშება შეჩერებულია 30 აპრილამდე, რისი მიზეზიც არის კორონავირუსის პანდემია. ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი იმაზე, როდის და რა ფორმით დასრულდება ჩემპიონატი. ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით მიიღებენ.

ამ მომენტისთვის, პრემიერლიგის გუნდების უმრავლესობას სურს მიმდინარე სეზონის დასრულება და შემდეგ ახლის დაწყება. მაგრამ, თუ კლუბების კალენდარი ზედმეტად გადაიტვირთება, მათ მოუწევთ ზოგიერთ ტურნირზე უარის თქმა. ასეთ შემთხვევაში, ეს ტურნირები შეიძლება იყოს სწორედ ეროვნული თასები.

მსგავსი