მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გენერალური პროკურორის არჩევა იგეგმება

14:36, 12.07.2024

მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გენერალური პროკურორის არჩევა იგეგმება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის წევრებს დროულად ვაცნობებთ კონკრეტულ თარიღებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარეm, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია და ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა. ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.

მსგავსი