მოლდოვის პრეზიდენტი მისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს
მოლდოვის პრეზიდენტი მისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს

მოლდოვის პრეზიდენტი მისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს. ამის შესახებ იგორ დოდონმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„მოქალაქეების მიერ პირდაპირი წესით ლეგიტიმურად არჩეული მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ულებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ორმაგი უკანონობა დაუშვა: აღკვეთა კანონმდებლობის სერიოზული დარღვევის შეჩერებისკენ მიმართული ჩემი მცდელობა და დაუშვა, რომ ეს დარღვევა ჩაიდინოს პრეზიდენტის ე.წ. მოვალეობის შემსრულებელმა“, – დაწერა დოდონმა.

როგორც იგორ დოდონმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „მწვანე შუქი“ აუნთო ხელისუფლების მხრიდან სერიოზული დარღვევების გაგრძელებას.

შეგახსენებთ, დღეს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო იგორ დოდონს პრეზიდენტის უფლებამოსილება დროებით შეუჩერა. მიზეზად სასამართლომ იგორ დოდონის მიერ ახალი მინისტრების დანიშვნაზე უარის თქმა დაასახელა.