მოლდოვის პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერდა
მოლდოვის პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერდა

მოლდოვის პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერდა. გადაწყვეტილება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

მიზეზად სასამართლომ იგორ დოდონის მიერ ახალი მინისტრების დანიშვნაზე უარის თქმა დაასახელა.

შეგახსნებთ, იგორ დოდონმა რამდენიმე დღის წინ უარი თქვა, თანამდებობაზე დაენიშნა ორი ახალი მინისტრი, რის შემდეგაც მოლდოვის მმართველმა პარტიამ სასამართლოს მიმართა თხოვნით,  დროებით შეუჩეროს პრეზიდენტს უფლებამოსილება, რათა ახალი მინისტრები პარლამენტის თავმჯდომარემ დაამტკიცოს.

მანამდე იგორ დოდონმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ,

დატოვე კომენტარი