მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ბათუმში ჩავიდა [ვიდეო]

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ბათუმში ჩავიდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა.

მაია სანდუ საქართველოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

მოლდოვის პრეზიდენტი ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.